კვლევა: რუსების 65% უკრაინაში ხალხის სიკვდილსა და ნგრევაში აშშ-ს და ნატოს ადანაშაულებს
Левада-центр-ის სოციოლოგების მიხედვით, მათი წილი, ვინც უკრაინაში ხალხის დაღუპვასა და ნგრევაში აშშ-ს და ნატოს ადანაშაულებს, გაიზარდა.
თუ 2023 წლის ივნისში მათი წილი 56% იყო, ამ აზრს მხარს უკვე მოსახლეობის 65% უჭერს. ომის პირველ წელს, ამ ჯგუფის წილი თითქმის უცვლელი იყო. ამის მიზეზები კი, დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერა, საინფორმაციო საშუალებებისა და ქვეყნის რიტორიკის ცვლა შეიძლება იყოს.
გამოკითხვის თანახმად, აშშ-ს და ნატოს გარდა, რუსები პასუხისმგებლობას ნგრევასა და სიკვდილში უკრაინასაც აკისრებენ. კიევის ბრალეულობას გამოკითხულთა 11% ასახელებს, მაშინ, როცა, რუსების მხოლოდ 6% მიიჩნევს მოსკოვის ბრალეულობას.
- ერთი წლის წინ, უკრაინას დამნაშავედ მხოლოდ 16% თვლიდა, რუსეთს კი - 8%.
- 2022 წლის აპრილში, აშშ-ს და ნატოს პასუხისმგებლობას გამოკითხულთა 57% აკისრებდა, უკრაინას - 17%, რუსეთს - 7%.
Левада-центр-ის დირექტორის, დენის ვოლკოვის თქმით, წარმოდგენა, რომ კონფლიქტში დამნაშავე დასავლეთი იყო, საომარი მოქმედებების დაწყებამდეც ჭარბობდა.
ვოლკოვის აზრით, ამ წარმოდგენის ზრდა შეიძლება აიხსნას უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერით, ცენტრალური მედიების პოზიციებითა და პუტინის განცხადებებით.
ცენტრის ხელმძღვანელი, რუსებში სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდას, პუტინის მიერ გამოთქმული პოზიციებით ხსნის. ივნისის გამოკითხვების თანახმად, რუსების 58% მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, რაც მაქსიმალური მაჩვენებელი იყო.
კონტექსტი
ბოლო დროს პუტინმა ანტიდასავლური რიტორიკა გაზარდა. ივნისში, ვიეტნამში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ რუსეთი, სხვა ქვეყნების მხრიდან, აგრესიის ზღვარზე აღმოჩნდა. გარდა ამისა, დასავლეთთან დაპირისპირების ფარგლებში, მან არაერთხელ ახსენა ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხიც.
რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან გაიზარდა საუბარი სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებაც. ტრამპის გეგმასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ ჯერ ის არ იცნობს ამ გეგმას, თუმცა მსგავს ინიციატივებს სერიოზულად ეკიდება.