კვლევა: რუსების 80% თვლის, რომ ეკლესიაზე ხუმრობა არ შეიძლება

 

რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიურმა სააგენტო ВЦИОМ-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს ჰკითხეს რომელ თემებზე არ შეიძლება ხუმრობა. აღნიშნული სააგენტო ხელისუფლების გავლენის ქვეშაა და ხშირად რეალობას არ ასახავს.

კვლევის მიხედვით, ეკლესიაზე ხუმრობას გამოკითხულთა 80% ეწინააღმდეგება, "ეროვნულ ტრადიციებზე, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ისტორიაზე" კი - 69%.

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი, 91% თვლის, რომ სხვა ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არ შეიძლება.

გარდა ამისა, ВЦИОМ-ის კვლევით, რუსების 77% უარყოფითადაა განწყობილი "შავი იუმორის" მიმართ. 

რუსულ და საბჭოთა კულტურაში უამრავი ანეკდოტი არსებობს, სადაც ეკლესიასა და ეროვნულ მახასიათებელზეა ხუმრობები, ამიტომ, უცნაურია როგორ შეიძლება რუსეთის მოსახლეობის ამდენად დიდ ნაწილს ჰქონდეს მსგავსი იუმორის მიუღებლობა.

 

მსგავსი სიახლეები