კვლევა: ტრამპს რესპუბლიკელების 58% უჭერს მხარს
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წელს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობის ფავორიტია.
CAPS-Harris-ის კვლევის თანახმად რესპუბლიკელების 58% შიდაპარტიულ პრაიმერში მხარს ტრამპს დაუჭერდა.
ყოფილ პრეზიდენტი სხვა კანდიდატებს მხარდაჭერით მნიშვნელოვნად უსწრებს. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს რესპუბლიკელების 13% უჭერს მხარს, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს კი - 9%.
გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი და სენატორი მარკო რუბიო 3%-იანი მხარდაჭერით სარგებლობენ.
როდესაც გამოკითხვებში ტრამპი არ არის შეყვანილი, პირველ ადგილზე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსია 32%-ით, მეორეზე რონ დესანტისი - 20% და მესამე ადგილზე ტედ კრუზი - 14%.
დონალდ ტრამპს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.