კვლევა: უკრაინელების 40% თვლის, რომ ახლანდელი მთავრობა ისეთივეა, როგორიც წინა

 

უკრაინელების 40% თვლის, რომ ქვეყნის ახლანდელი ხელისუფლება არაფრით არ განსხვავდება წინამორბედისგან. ამის შესახებ რაზუმკოვის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც 1 ნოემბერს გამოქვეყნდა.

გამოკითხულთა 36% თვლის, რომ ქვეყნის ხელისუფლება წინამორბედებზე უარესია.

ამავდროულად, 20% მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა წინაზე უკეთესია.

3.6% კი აცხადებს, რომ უჭირს პასუხის გაცემა.

კვლევა 23-27 ოქტომბერს უკრაინის ყველა რეგიონში ჩატარდა ოკუპირებული ტერიტორების გარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით 1200 ადამიანი გამოიკითხა. 

ცდომილების ზღვარი 2.9%-ია.

 

 

მსგავსი სიახლეები