კვლევა: უკრაინელების 57% ზელენსკის მეორე ვადით კენჭისყრის წინააღმდეგია
უკრაინელების 56.6% მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეორე ვადით კენჭისყრას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ სოციოლოგიური კვლევითი ცენტი SOCIS-ის კვლევაში ვკითხულობთ.
ამავდროულად, გამოკითხულთა 25.8% ზელენსკის მეორე ვადით პრეზიდენტობას მხარს უჭერს.
კვლევის მონაწილეების 8.9% ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი, 8.8% კი აცხადებს, რომ უჭირს პასუხის გაცემა.
29 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მთელი უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ცდომილების ზღვარი 2.4%-ია.
ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი 2019 წელს გახდა. არჩევნების მეორე ტურში მან პეტრო პოროშენკო ხმების 73.22%-ით დაამარცხა. წინასაარჩევნო კამპანიისას ის აცხადებდა, რომ მეორე ვადით კენჭისყრას არ გეგმავდა.