კვლევა: უკრაინელების 82% არ არის მზად ტერიტორიული დათმობისთვის
უკრაინელების 82% მიიჩნევს, რომ უკრაინამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათმოს თავისი ტერიტორიები. ამას შესახებ კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 24 მაისს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ვკითხულობთ.
ამავდროულად, გამოკითხულთა 10% თვლის, რომ მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად შესაძლებელია ზოგიერთ ტერიტორიაზე უარის თქმა.
უკრაინის ყველა რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგია ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის, თუნდაც ეს ომის უფრო სწრაფად დამთავრების საშუალებას იძლეოდეს. კერძოდ, აღმოსავლეთში, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებებია, უკრაინელების 68% ტერიტორიების "დათმობის" წინააღმდეგია, სამხრეთში – 83%.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ რესპონდენტებს შორის 77% ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია (18% თანახმაა)" - ნათქვამია განცხადებაში.
კვლევა 13-18 მაისს 18 წელზე უფროს მოქალაქეებს შორის ჩატარდა, რომლებიც 24 თებერვლამდე ცხოვრობდნენ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სატელეფონო ინტერვიუებით 2000 რესპონდენტი გამოიკითხა.