კვლევა: უკრაინელების 92% დარწმუნებულია, რომ ომში გაიმარჯვებენ

უკრაინელების 92% რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამას 10 მარტს სოციოლოგიური ჯგუფის, "რეიტინგის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ.

კვლევის თანახმად, უკრაინის პრაქტიკულად ყველა მოქალაქეს სჯერა რუს ოკუპანტებზე გამარჯვების.

ამასთან, გამოკითხულთა 18% თვლის, რომ უკრაინა მომდევნო კვირაში შეძლებს გამარჯვებას, ხოლო 39% - რამდენიმე კვირაში.

გამოკითხულთა 18% ფიქრობს, რომ ომი რამდენიმე თვე გაგრძელდება, 9% კი მიიჩნევს, რომ ომი ექვს თვეში ან ერთ წელიწადში დასრულდება.

16%-ს კი უჭირს პასუხის გაცემა.

8-9 მარტს ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1200 რესპონდენტი გამოიკითხა.

მსგავსი სიახლეები