კვლევა: ევროპელების 74% თვლის, რომ ევროკავშირმა უკრაინა უნდა დაიცვას

ევროპის 8 ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ამ სახელმწიფოების მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინის დაცვას. კვლევის შედეგები Euroskopia-მ ოთხშაბათს გამოაქვეყნა.

კვლევაში 8 სახელმწიფოს 8000 რესპონდენტი მონაწილეობდა. 

გამოკითხულთა 74% თვლის, რომ ევროკავშირმა უკრაინა უნდა დაიცვას, 47% აცხადებს, რომ ორგანიზაციამ მხოლოდ დიპლომატიური ხერხები უნდა გამოიყენოს, 20% კი - თავდაცვით მხარდაჭერასაც ეთანხმება.

რუსეთთან ევროკავშირის სამხედრო დაპირისპირებას მხოლოდ 7% ემხრობა.

უკრაინის მიმართ ყველაზე დიდი მხარდაჭერა პორტუგალიაშია - ქვეყნის მოსახლეობის 78% უჭერს მხარს უკრაინის დახმარებას. 

ამ მიმართულებით ყველაზე მცირე მხარდაჭერა საბერძნეთშია.

Euroskopia-ს კვლევა 31 იანვრიდან 13 თებერვლამდე 8 სახელმწიფოში - იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია - ჩატარდა.

 

 

მსგავსი სიახლეები