ლანდსბერგისმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა უკრაინას F-16-ები გადასცენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა უკრაინის პარტნიორებს მოუწოდა ქვეყანას საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ. ამის შესახებ მან Twitter-ზე 9 მაისს დაწერა.

"F-16-ები შეიქმნა თავისუფლების დასაცავად. დროა მათ საშუალება მივცეთ, გააკეთონ ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდით", - წერს მინისტრი.

დღეს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინისთვის F-16-ის გამანადგურებლების გადაცემის შესაძლებლობას უშვებს. რუტემ აღნიშნა, რომ ნიდერლანდები განიხილავს კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების ვარიანტებს დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან, ასევე შეერთებულ შტატებთან. მისი თქმით, "დისკუსია გრძელდება."

რუტემ განაცხადა, რომ გამანადგურებლების გადაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მოითხოვს ყველა მოკავშირის თანხმობას, როგორც ეს იყო უკრაინისთვის ჰაუბიცებისა და ტანკების მიწოდებამდე.

მსგავსი სიახლეები