ლატვიამ უკრაინას 4 ვერტმფრენი გადასცა
უკრაინამ ლატვიისგან 4 ვერტმფრენი მიიღო, საუბარია ორ Mи-17-ის ტიპისა და ორ Ми-2-ის ტიპის ვერტმფრენებზე. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Delfi ავრცელებს.
"ნახევარი წლის წინ ჩვენ მიერ მიწოდებული Stinger-ის სისტემები დაეხმარა უკრაინას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში. დღეს როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტ-იერიშზე გადადიან ჩვენ მიერ მიწოდებული ვერტმფრენები გამოყენებული იქნება საომარ და სამაშველო ოპერაციებში. დასავლეთმა არ უნდა შეწყვიტოს უკრაინის დახმარება, სანამ უკრაინა არ გაათავისუფლებს საკუთარ ტერიტორიებს რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან", - ნათქვამია ლატვიის თავდაცვის მინისტრის გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინა ვერტმფრენების გამოყენებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც დასრულდება ვერტმფრენების აწყობას.
მშპ-სთან თანაფარდობით ლატვია უკრაინისთვის გაწეული სამხედრო და ეკონომიკური დახმარების კუთხნით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. ამ დროისთვის ლატვიამ უკრაინას სხვადსახვა ტიპის 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღება გადასცა.