ლატვიის არჩევნებში მმართველი პარტია "ახალი ერთობა" იმარჯვებს
ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის კრისიანის კარინის მმართველმა ლიბერალურ-კონსერვატიულმა პარტიამ "ახალი ერთობა" გაიმარჯვა. ამ პარტიის კანდიდატებმა ხმების 18.9% მიიღეს. ამის შესახებ საარჩევნო კომისიამ კვირას, 2 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების თითქმის 95%-ის დათვლის შემდეგ განაცხადა.
"ახალი ერთობა" ევროპის სახალხო პარტიის წევრი პოლიტიკური ძალაა. ფასების ზრდის და მაღალი ინფლაციის მიუხედავად, არჩევნებზე მთავარი საკითხი უკრაინაში რუსეთის აგრესია იყო.
მეორე ადგილი ოპოზიციურმა ბლოკმა "მწვანეთა და გლეხთა კავშირმა" დაიკავა (ხმების 12.8%), ხოლო მესამე – ახალმა ბლოკმა "ერთიანი სია".
პრემიერ კარინის მოკავშირეებიდან პარლამენტში მხოლოდ კონსერვატიული "ნაციონალური ასოციაცია" (9.3%) შევიდა. პარტია "კონსერვატორებმა" საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, ხოლო ლიბერალურმა პარტიამ "განვითარებისთვისთვის!" 5%-იანი ბარიერი გადალახა.
პრორუსულ ძალებს პარლამენტში მოხვედრის იმედი ჯერ კიდევ აქვთ
რუსულენოვან ლატვიელებში პოპულარულ პარტია "თანხმობას" ხუთპროცენტიანი ბარიერის გადასალახად 0.2% დააკლდა. მისი მხარდამჭერები კვლავ იმედოვნებენ, რომ დარჩენილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ, ისინი მაინც შეძლებენ პარლამენტში შესვლას.