ლატვიის პარლამენტმა მოქალაქეებს უკრაინისთვის ბრძოლის უფლება მისცა
28 თებერვალს ლატვიის საეიმმა რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებას, რომელიც ლატვოის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, როგორც მოხალისეებმა, უკრაინისთვის იბრძოლონ.
ინფორმაციას Delfi ავრცელებს.
კანონში შეტანილ ცვლილებებს სემმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
გარდა ამისა, სეიმმა მიიღო კანონი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის შემდეგ არ შეზღუდავს ადამიანებს ნატურალიზაციის გზით მიიღონ ლატვიის მოქალაქეობა.
კანონში შეტანილი ცვლილებები 1 მარტიდან ამოქმედდება.
ნორმა ეხება პროფესიონალ სამხედროებს და ლატვიის ეროვნული გვარდიის მებრძოლებს, რათამათ უნდა შეწყვიტონ შეიარაღებულ ძალებში ან ქვეყნის ეროვნულ გვარდიაში სამსახური, განაცხადა ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ.
27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუერთდნენ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონს.