ლავროვი ბრაზილიაში: გვსურს უკრაინის 'კონფლიქტი' რაც შესაძლოა სწრაფად მორჩეს

რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრის თქმით, უკვე დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია რუსეთის მოთხოვნები და კრემლი მზად არის სხვადასხვა ინიციტიავების განსახილველად. 

ამის შესახებ სერგეი ლავროვმა ბრაზილიაში ვიზიტის პირველ დღეს განაცხადა. 

"ყველასთვის გასაგებია, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რათა უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ჩვენ არაერხელ დეტალურად ავხსენით მიმდინარე მოვლენების მიზეზები და ის მიზნები, რომელსაც ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვესწრაფვით",- განაცხადა ლავროვმა ბრაზილიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი ღია ბრაზილიის პრეზიდენტის ინიციატივის განსახილველად და საჭიროა არა ამწუთიერი მოცემულობების მიხედვით მოქმედება, არამედ გრძელვადიანი პერსპექტივაზე აგებული პროცესი. 

კონტექსტი 

ცოტა ხნის წინ ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუიზ ინაციო ლულა და სილვა უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად ე.წ. სამშვიდობო კლუბის შექმნის იდეით გამოვიდა. ლულას აზრით, ამ კლუბში უნდა შევიდნენ ე.წ. გლობალური სამხრეთის ისეთი ქვეყნები როგორიცაა ინდონეზია, ინდოეთი, ჩინეთი. 

ომის დასაწყისში ლულამ ღიად დაგმო რუსეთის ომი უკრაინაში, თუმცა ამასთანავე განაცხადა, მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა ვოლოდიმირ ზელენსკისაც ეკისრება. გარდა ამისა, რამდენიმე ინტერვიუში ლულამ ახსენა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წასვლის საჭიროება არსებობს. 

უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკი ომის დაწყების დღიდან ამბობენ, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარებს გაიყვანს. 

თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამბობენ, რომ რუსეთი არ მიიღებს არანაირ წინაპირობას მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად. 

გასულ დღეებში ომის დასრულების ინიციატივით გამოვიდა ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი - მისი თქმით, ახლა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრულებლად იდეალური დროა. 

მსგავსი სიახლეები