ლავროვი: სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებებს დავუბრუნდებით
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში დონეცკისა და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკების" ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღო.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ "სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება".
გარდა ამისა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ლავროვის თქმით, "უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შემდეგ უკრიანელებს ექნებათ საშუალებას თვითონ აირჩიონ თავიანთი მომავალი".
გარდაა ამისა სერგეი ლავროვი გამოეხმაურა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის განიხილავს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით. ლავროვმა ზელენსკის განცხადებას სიცრუე უწოდა და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უბრალოდ იტყუება, როდესაც ამის მზაობაზე საუბრობს.