"ძალიან ჰგავს კიევურ მაიდანს" - ლავროვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობას წარმოადგენდა.
ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა.
"ძალიან ჰგავს კიევურ მაიდანს. არავითარი ეჭვი არ არის, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის კანონპროექტი გამოიყენეს საბაბად ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის პროცესის დასაწყებად",- თქვა ლავროვმა.
კონტექსტი
10 მარტს დილით საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი უყარა რუსულ კანონპროექტს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ, სხდომაზე, რომელიც სულ 4 წუთს გაგრძელდა უმრავლესობამ კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.