ლავროვი: უკრაინაში რეჟიმის შეცვლას არ ვაპირებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა. ლავროვის თქმით, უკრაინაში რეჟიმის ცვლილება არასდროს ყოფილა რუსეთის ფედერაციის მიზანი, მათ შორის არც მიმდინარე ომისას. 

ამ თემებზე МИД-ის ხელმძღვანელმა India Today-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა

"ჩვენ არ ვაპირებთ რეჟიმის შეცვლას უკრაინაში, ამის შესახებ მრავალჯერ განვაცხადეთ. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინელებმა თვითონ გადაწყვიტონ როგორ იცხოვრონ", - ამბობს ლავროვი. 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში თვისობრივად ახალ ფაზაში გადავიდა, რომლის მთავარი მიზანიც უშუალოდ დონბასის გათავისუფლებაა".

ლავროვმა თავისებური ინტერპრეტაცია მისცა რუსეთის საოკუპაციო ძალების იძულებით უკან დახევას კიევიდან - მისი თქმით, ეს რუსეთის მხრიდან უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში გამოვლენილი კეთილი ნების ჟესტი იყო, თუმცა მსოფლიოში ეს არ დააფასეს. 

 

მსგავსი სიახლეები