ლავროვის თქმით, რუსებს და ჩრდილოეთ კორეელებს "ისტორიული ძმური კავშირები" აქვთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ორ ქვეყანას "ისტორიულად ძმური კავშირები აქვს."
"ბოლო წლების მოვლენები აჩვენებს, რომ იაპონური მილიტარიზმი არსად გამქრალა, ამერიკული ჰეგემონია არსად გამქრალა და ზოგადად, დასავლური ნეოკოლონიალიზმი სრულად რჩება ევროპელების, ამერიკელების და იაპონელების მოქმედების მთავარ მიმართულებად. ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ურთიერთსოლიდარობა, რომელიც ემყარება ისტორიულ ძმურ კავშირებს." - აღნიშნა ლავრომა.
წარსულში რუსები "მოძმე ერს" უკრაინელებს უწოდებდნენ.
მაგალითად, 2021 წლის პრო-სამთავრობო გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსების ნახევარზე მეტი უკრაინელებს "მოძმე ერად" მიიჩნევდა.