ლევადა ცენტრი: პუტინს რუსეთის მოსახლეობის 40% უჭერს მხარს
18 მაისს "ლევადა ცენტრმა" რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
შეკითხვაზე - “შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ მოქმედ პოლიტიკოსს მისცემდით ხმას?” - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გამოკითხულთა 40% დაუჭერდა მხარს, ვლადიმირ ჟირინოვსკის - 4%, გენადი ზუგანოვს - 2% და ალექსეი ნავალნის - 2%.
მათ შორის, ვინც გამოკითხვის მომენტში თქვა, რომ არჩევნებში აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას პუტინის მხარდაჭერა 56%-ია, ვლადიმირ ჟირინოვსკის - 6%, გენადი ზუგანოვის და ალექსეი ნავალნის კი 2%.
განსხვავებულია შესაძლო კანდიდატების მხარდაჭერა მოსკოვში. ვლადიმირ პუტინს დედაქალაქის ამომრჩევლის 33% დაუჭერდა მხარს, ვლადიმირ ჟირინოვსკის 3%, გენადი ზუგანოვს 1% და ალექსეი ნავალნის 5%.
კვლევის ფარგლებში, 22-28 აპრილს, რუსეთის 137 დასახლებულ პუნქტში 1614 ადამიანი გამოიკითხა.