ლიბანელი ჟურნალისტი: რუსეთმა ირანს 1000 დამრტყმელი და სადაზვერვო დრონი შეუკვეთა

რუსეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ირანთან 1000 დამრტყმელი და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატის შეძენაზე.

ამის შესახებ 13 აგვისტოს თავის გვერდზე ლიბანელმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ელია მანიემ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმებას ხელი მას შემდეგ მოეწერა, რაც რუსი სპეციალისტების წვრთნები ირანში დასრულდა.

გარდა ამისა, მანიემ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსებმა უკვე წარმატებით გამოიყენეს პირველი უპილოტო საფრენი აპარატები.

CNN, აშშ-ის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, 10 აგვისტოს წერდა, რომ რუსული დელეგაცია ივნისის შემდეგ სულ მცირე ორჯერ ეწვია ირანის აეროდრომს უპილოტო საფრენი აპარატების შესასწავლად.

"რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის წარმომადგენლები ირანში იწრთვნებოდნენ, რაც ირანული უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვის შეთანხმების ნაწილია", - თქვა ოფიციალურმა წყარომ.

მსგავსი სიახლეები