ლიეტუვა ბელარუსი მიგრანტების შემოსვლის გამო საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

პარასკევს, მას შემდეგ, რაც 150 არალეგალი მიგრანტი ბელარუსიდან ლიეტუვაში შეიჭრა, ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

ლიეტუვის მთავრობამ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მეზობელი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ლიეტუვის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს, ასევე ისინი არ აღიარებენ შარშან ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ბელარუს ოპოზიციონერებს ღია მხარდაჭერას უცხადებენ.

ზოგიერთი მიგრანტი სირიის მოქალაქეა, რომლებიც ბელარუსში ლეგალურად ჩავიდნენ ოჯახური კავშირის ან ორმაგი მოქალაქეობის გამო. თუმცა, მათ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ცხოვრება ურჩევნიათ - განსაკუთრებით ბელარუსსა და ევროკავშირს შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე.

2020 წლის აგვისტოში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, ლიეტუვამ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვეტალანა ტიხანოვსკაიას თავშესაფარი მისცა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები