ლიეტუვა რუსული ვაქცინით მგზავრობის სერთიფიკატების გაცემას არ ემხრობა

ლიეტუვა არ აღიარებს ვაქცინებს, რომლებიც ავტორიზებული არ არის ევროკავშირის მედიკამენტების რეგულატორი ორგანოს მიერ. არაღიარება ეხება რუსულ ვაქცინა Sputnik V-ს.

 

ლიეტუვას “მტკიცედ სწამს, რომ ელექტრონული მწვანე პასპორტები უნდა გაიცეს მხოლოდ ევროპული მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილ ადამიანებზე,” განაცხადა ლიეტუვის ელჩმა ევროკავშირში სიმონა სატუნასმა. 

 

ამჟამად რუსული ვაქცინა ევროპული მარეგულირებელი ორგანოს შემოწმებას გადის, მაგრამ საბოლოო დადებითი პასუხი არ მიუღია. რეგულატორი ვაქცინის საწარმოებს აპრილში ეწვევა. 

 

რა არის მგზავრობის სერთიფიკატი?

სამგზავრო სერტიფიკატების შექმნა მიზნად ისახავს სარეგისტრაციო სისტემის შექმნას, რაც ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას შეუწყობს ხელს, ასევე ამ ბაზაში იქნება კორონავირუსით ინფიცირების ისტორია და Covid-19-ის ტესტების შედეგები. პროგრამის მიზანია გაამარტივოს ევროკავშირში მოგზაურობა.

 

კვირას, ერთ-ერთ ინტერვიუში ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ კომისია მიზნად ისახავს სერტიფიკატების გაცემის პროგრამა ივნისის შუიდან დაიწყოს.

 

 

მსგავსი სიახლეები