ლიეტუვამ ბელორუსში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობილებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ცნობით, 16 აგვისტოდან ლიეტუვაში ბელორუსში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომობილის შესვლა იკრძალება.
აკრძალვა ვრცელდება ყველა სამგზავრო ავტომობილზე, მიუხედავად მფლობელის ან მძღოლის მოქალაქეობისა.
18 ივლისს, ბელორუსის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამგზავრო ავტომობილებისთვის დაწესებული შესვლის შეზღუდვა არ გავრცელდა იმ მანქანებზე, რომლებიც გაყდიდვისთვის არ არის გამიზნული, ასევე ბელორუსის მოქალაქეების კუთვნილ მანქანებზე, რომლებსაც აქვთ მოქმედი ვიზა ან დროებითი ბინადრობის ნებართვა ევროკავშირის ქვეყნებში.
პარასკევიდან აკრძალვა ვრცელდება ბელორუსში რეგისტრირებულ ყველა სამგზავრო ავტომობილზე.
16 ივლისიდან ბელორუსში გაცემული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მანქანები ლატვიაში ვერ შედიან.
ესტონეთმა, ლატვიისა და ლიეტუვის შემდეგ, ასევე აკრძალა ბელორუსში გაცემული სარეგისტრაციო ნომრებით სამგზავრო მანქანების შესვლა.