ლიეტუვა: თურქეთი უკრაინას უპილოტო ‘ბაირაქტარებს’ უსასყიდლოდ გადასცემს
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თურქეთი უკრაინას უფასოდ გადასცემს Bayraktar-ის უპილოტო საფრენ აპარატებს, რომელთა შეძენა ლიეტუველების შეგროვებული სახსრებით იგეგმებოდა.
„დაუჯერებელია, მაგრამ თურქეთი ბაირაქტარებს, რომლებიც ლიეტუვის შეგროვებული სახსრებით უნდა [შეგვეძინა], უკრაინას უფასოდ გადასცემს,“ - წერს მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი Twitter-ზე.
უკრაინისთვის უპილოტო ავიაციის შესაძენად ლიეტუვაში თანხა ასობით მოქალაქემ გაიღო.
სულ სამნახევარ დღეში ხუთ მილიონამდე ევრო შეგროვდა. საშუალოდ შემოწირულობების მოცულობა ხუთიდან ათ ევრომდე იყო.
მინისტრის განცხადებით, შეგროვებულ სახსრებს უკრაინის მთავრობას გადაურიცხავენ.