ლიეტუვა უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებს და საბრძოლო მასალას გადასცემს

ლიეტუვა მალე დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას, რომელიც მოიცავს M113 და M577 ჯავშანტრანსპორტიორებს, ასევე რეზერვების შესაქმნელად საჭირო საბრძოლო მასალას. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა 20 ივლისს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის ონლაინ შეხვედრის დროს განაცხადა.

უკრაინას სჭირდება ჯავშანტრანსპორტიორები M113 და M577, განაცხადა ანუსაუსკასმა.

განცხადებაში არ არის ნახსენები აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის კონკრეტული რაოდენობა, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ M113-ებს უკრაინა იმ რაოდენობით მიირებს, რომ ის უკრაინის არმიის შეიარაღების არსებითი ნაწილი გახდება.

მისი თქმით, ლიეტუვა ასევე უკრაინელი სამხედროებისთვის სწავლებების ფართო სპექტრის ორგანიზებას გეგმავს.

"უკრაინამ განაცხადა ძირითადი სასწავლო საჭიროებების შესახებ და ლიეტუვის შეიარაღებული ძალები მზად არიან დააკმაყოფილონ ისინი. უკვე იწყება სამხედრო პოლიციისა და განაღმვის სპეციალისტების მომზადება. ჩვენი შეიარაღებული ძალები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნებში", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ლიეტუვის სამხედრო დახმარება მოიცავს Stinger-ის სარაკეტო სისტემებს (ლიტვა მათ 11 თებერვლიდან აწვდის უკრაინას), ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ჯავშანჟილეტებსა და ჩაფხუტებს, ნაღმტყორცნებს, მცირე ზომის იარაღს, მაღალი გამავლობის მანქანებს, თერმოგამომსახველებს, საბრძოლო მასალას, დრონებს. ასევე ლიეტუველებმა 5 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს უკრაინისთვის Bayraktar TB2-ის შესაძენად.

მსგავსი სიახლეები