ლიეტუვამ პატრიარქ კირილს ხუთი წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლიეტუვამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აკრძალა. ამის შესახებ BNS-ს 27 ივლისს ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

კირილი ლიეტუვამ არასასურველი პირების სიაში 23 ივნისს შეიყვანა, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არ გამოცხადებულა. ამის ინიციატორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო.

ლიეტუვის შსს-ს ცნობით, პატრიარქი სიაში იმიტომ მოხვდა, რომ "განზრახ უარყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ამართლებს და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს".

სამინისტრომ აღნიშნა, რომ კირილი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი თანამოაზრე, არის "უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, რომელმაც არაერთხელ ისაუბრა დადებითად მიმდინარე რუსული აგრესიის შესახებ".

რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში კირილმა უკრაინელებს ღიად უწოდა "ნაცისტური რეჟიმის წევრები", რომლებიც უნდა "დეპორტირდნენ ან განადგურდნენ". ასევე 2022 წლის 27 თებერვალს კირილმა "დალოცა" უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცები და რუსეთის მიერ წარმოებულ ომს "კანონიკური დასაბუთება" მისცა.

მსგავსი სიახლეები