ლიეტუვას ინიციატივა EU-ს: ევროპული სესხების გაყინვიდან - უვიზოს შეჩერებამდე

ევროკავშირისს საგარეო საქმეთა მინსიტრები 23 ივნისს ბრიუსელში შეიკრიბნენ, სადაც, განსახილველ საკითხებს შორის, საქართველოში მიმდინარე მოვლენები იყო. 

შეხვედრის დაწყებამდე, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინსიტრმა, კიასტუტის ბუდრიდისმა განაცხადა, რომ საქართველოში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ, კოლეგებს 6 პუნქტიან გეგმას წარუდგენდა, რაზეც შეხვედრის განმავლობაში იმსჯელეს. 

ლიეტუვის მთავრობის ინიციატივა, საჯარო ამ დრომდე არ არის, თუმცა რეალპოლიტიკას წყაროს თანახმად, სამოქმედო გეგმა, შემდეგ პუნქტებს მოიცავს: 

  • მაღალი დონის თანამშრომლობაზე უარის თქმა; 
  • ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხების შეჩერება;
  • ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა (DCFTA) და ასოცირების შეთანხმების (AA) სექტორული ნაწილების შეჩერება, რაც 27 ქვეყნის კონსესუს არ საჭიროებს;
  • საქართველოსთვის ვადად განისაზღვროს 31 ივლისი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ანგარიშში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად; 
  • ინდივიდუალური სანქციები; 
  • ევროკომისიამ წარადგინოს სამოქალაქო სექტორისა და მედიის მხარდამჭერი ხედვა;

ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციები დააფიქსირეს, სხვადასხვა ქვეყნების წარმოამდგენლებმა, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინსიტრის მიერ ინიცირებულ სამოქმედო გეგმაზე. 

პარალელურად, დღეს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, გამოეხმაურა კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, რომლის თქმითაც, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავება "არაპროპორციული" სასჯელია, რის გამოც, მოსამართლეების სანქცირება განიხილება.  

მისი თქმით, ამ საკითხს, ივლისში, საგარეო საქმეთა მინისტრების შემდგომ შეხვედრაზე მიუბრუნდებიან. 

 

მსგავსი სიახლეები