ლიეტუვის პრემიერი: კიევის რეგიონის აღდგენაში მონაწილეობას მივიღებთ
ლიეტუვის მთავრობამ კიევის რეგიონში რუსი დამპყრობლების მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენის პირველი პროექტები დაამტკიცა. ამის შესახებ Twitter-ზე 24 აგვისტოს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ განაცხადა.
"უკრაინელებმა უკვე დაიწყეს თავიანთი ქვეყნის აღდგენა და ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ლიეტუვის მთავრობამ დაამტკიცა პირველი გადაუდებელი რეკონსტრუქციის პროექტი უკრაინაში. ლიეტუვა ააშენებს მობილურ საცხოვრებელ კომპლექსს, აღადგენს სკოლას ბოროდიანკაში, საბავშვო ბაღს ირპენში და ხიდს კიევის რეგიონის მდინარე ტრუბეჟზე", - წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი.
უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის აღდგენას, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის დაყადაღებული აქტივების ხარჯზე აპირებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.
4 ივლისს, შვეიცარიაში, ლუგანოში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის აღდგენის ეროვნული გეგმა წარადგინა, რომელიც შეფასებულია 750 მილიარდ დოლარად (10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში) არის შეფასებული. პროექტების საერთო რაოდენობა 850-ია.