ლიეტუვის პრეზიდენტი: ეს უნდა იყოს უკრაინის გამარჯვების წელი
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ Twitter-ზე დაწერა, რომ 2023 წელს ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.
"ეს უნდა იყოს წელი, როდესაც უკრაინა დაამარცხებს აგრესორს", - დაწერა მან და აღნიშნა, რომ ლიეტუვა უკრაინას გაუგზავნის სამხედრო აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას, ასევე გაწვრთნის უკრაინელ სამხედროებს.
"უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის მხარდაჭერის ტემპის გაზრდა. გამარჯვება ახლოსაა", - თქვა ნაუსედამ.