ლიეტუვის სეიმმა რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ყიდვა აუკრძალა
ლიეტუვაში რუსეთის მოქალაქეებს და რუსულ კომპანიებს ქვეყნის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენა აეკრძალათ.
ინიციატივას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 13, ხოლო 34-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
კანონი არ ეხება ლიეტუვაში დროებითი ან ხანგრძლივი ცხოვრების უფლების მქონე პირებს და მათ ვისაც უძრავი ქონება მემკვიდრეობით ერგოთ. ამავდროულად გაუქმდა შეზღუდვა, რომლის მიხედვით რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს ლიეუტუვის მოქალაქეობაზე განაცხადს ვერ შეიტანდნენ.
აღნიშნული შეზღუდვები 1 წლით წესდება და 2024 წლის 2 მაისამდე იმოქმედოს, არ არის გამორიცხული შეზღუდვის გახანგრძილივებაც.
კანონპროექტი ხელმოსაწერად ლიეტუვის პრეზიდენტს გადაეგზავნა.
კონტექსტი
2022 წლის გაზაფხულზე ლიეტუვამ შეაჩერება ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ამასთანავე ლიეტუვამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა. ვილნიუსმა გაიწვია საკუთარი ელჩი და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა რუსეთის ელჩს. გარდა ამისა ლიეტუვამ დახურა რუსეთის საკონსულო ქალაქ კლაიპედაში.