ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: მე უკრაინას ნატოში მივიღებდი
უკრაინა ნატოში უნდა იყოს მივიღოთ, თქვა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა ონლაინ გამოცემა GORDON-თან ინტერვიუში.
"უკრაინა, როგორც სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავი (და ჩვენ ამას ვხედავთ), როგორც ნატოს წევრი, თავდაცვითი ალიანსის წევრი - ეს მართლაც თვითმყოფადი სახელმწიფოა. მე მივიღებდი უკრაინას ნატოში, მაგრამ თქვენ იცით, რომ 30 წევრი ქვეყანაა. ალიანსში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს უკრაინის წევრობის შესახებ", - აღნიშნა ანუსაუსკასმა.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა "ძალიან ძლიერად წარმოაჩინეს თავი" რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში.
გარდა ამისა, ანუსაუსკასმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის აქტიური ფაზა მაისის შუა რიცხვებში დასრულდება, რადგან რუსეთს რესურსების დეფიციტი დაეწყება.