ლუგანსკის ოლქში უკრაინელებმა რუსული SU-25 ჩამოაგდეს

22 მაისს, დონბასში ბრძოლების დროს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული მოიერიშე SU-25 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ტელეგრამზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

გერაშჩენკომ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც, როგორც თავად აცხადებს, ლუგანსკის ოლქში "ერთი საათის წინ" რუსული SU-25 უკრაინის შეიარაღებული ძალების 80-ე ცალკეული საჰაერო მოიერიშე ბრიგადის სამხედროებმა ჩამოაგდეს.

"Stinger მშვენივრად მუშაობს! ორკის მფრინავმა გაქცევა ვერ მოასწრო... დედა და ცოლი დაელოდეთ დაკრძალვას. ჩვენ გვაქვს ხუთჯერ მეტი Stinger, ვიდრე თვითმფრინავები და ვერტმფრენები. ასე რომ, კიდევ ბევრი დაკრძალვა იქნება მფრინავებისთვის. ჩვენ მათ უფრო სწრაფად ჩამოვაგდებთ, ვიდრე რუსებს შეუძლიათ ახალი მფრინავებს გადამზადება", - წერს გერაშენკო.

მსგავსი სიახლეები