ლუკაშენკა: რუსეთის ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება უკვე ბელარუსშია

ბელარუსის დიქტატორის თქმით, რუსეთის ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გადაადგილება ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო. 

ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკამ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომაზე კრემლში განაცხადა. 

"საჭირო იყო საწყობების და სხვა დეტალების მომზდება. ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ. აქედან გამომდინარე ბირთვული შეიარაღების გადაადგილება უკვე დაწყებულია",- განაცხადა ლუკაშენკამ. 

კონტექსტი 

ლუკაშენკას განცხადებას წინ უძღოდა რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა - 24 მაისს მინსკში სერგეი შეოიგუმ და ვიქტორ ხრენინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ. 

ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული არსენალის ნაწილის განთავსების შესახებ 25 მარტს პირადად ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა - რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამ თხოვნით მას ლუკაშენკამ მიმართა. 

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე გადასცა ბელარუსს Искандер-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლია. 

 

მსგავსი სიახლეები