ლუკაშენკას თქმით, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნებს უკვე მიაღწია
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა თვლის, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზანს უკვე მიაღწია. მისი თქმით, ახლა უკრაინა ასე "აგრესიულად" არ მოიქცევა რუსეთის მიმართ.
ლუკაშენკასთან ინტერვიუ ვიქტორ მედვედჩუკის ყოფილი ტელევიზიის ტელეწამყვანმა დიანა პანჩენკომ ჩაწერა.
"სპეციალური სამხედრო ოპერაციის დღევანდელი მიზნები უკვე მიღწეულია. უკრაინა არასოდეს მოიქცევა ისე აგრესიულად რუსეთის მიმართ ამ ომის დასრულების შემდეგ, როგორც ეს ომამდე იყო. უკრაინა განსხვავებული იქნება. პირველ რიგში, ხელისუფლებაში მყოფი ხალხი უფრო ფრთხილი, ჭკვიანი, თუ გნებავთ ეშმაკი იქნება. ჭკვიანი ხალხი, ვინც გაიგებს, რომ მეზობლები ღვთისგან არიან ბოძებული, მათთან ურთიერთობა უნდა დავამყაროთ." - აღნიშნა მან.
ასევე, ბელორუსი დიქტატორი თვლის, რომ უკრაინა "ამერიკელების დაკრულზე არ იცეკვებს."
მისი თქმით, პუტინის მიერ გაჩაღებული ომი თავად რუსეთისთვისაც გაკვეთილი იქნება.
"ჩვენ აქედან გაკვეთილებს ვსწავლობთ. და განსაკუთრებით რუსეთი." - განაცხადა ლუკაშენკომ.