ლუკაშენკო: უკრაინის ომში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ამის საჭიროება არ დგას
ბელარუსის დიქტატორმა, ალექსანდრ ლუკაშნეკომ განაცხადა, რომ ბელარუსი არ ჩაერთვება უკრაინაში მიმდინარე ომში.
"ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალურ ოპერაციაში უკრაინაში. იმიტომ, რომ არ არის ამის აუცილებლობა. რუსეთს აქვს, ყველაფერი რისი შეთავაზებას ბელარუსს შეეძლო და შეუძლია",- ამბობს ლუკაშენკო.
ბელარუსის თვითაღიარებული პრეზიდენტის სიტყვებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო белта ავრცელებს.
მე არ ვარ ამ პრობლემაში იმდენად ჩახედული, რომ ვთქვა მიდის თუ არა ყველაფერი რუსების გეგმით როგორც ამას თვითონ ამბობენ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, პირადად ჩემი შეგრძნებაა, რომ ეს ოპერაცია გაიწელა”,- ამბობს ლუკაშენკო AP-სთან ინტერვიუში.
ბელარუსის დიქტატორმა Asociated Press-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ირწმუნება, რომ ყველაფერი გააკეთა ომის შესაჩერებლად, მათ შორის მან დააორგანიზა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, თუმცა მისი თქმით უკრაინელები ამ პროცესში დიდ ინტერესს აღარ იჩენენ