ლუკაშენკო ОДКБ-ს სამიტზე: თუ არ გავერთიანდებით ხვალ შეიძლება აღარც ვიყოთ

ბელარუსის დიქტატორმა მოსკოვში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის [ОДКБ] სამიტზე რამდენიმე პოლიტიკური განცხადება გააკეთა.

"ეს არის მსოფლიოს გადაკეთების დრო - მსოფლიო მოწყობის ერთპოლუსიანი სისტემა საბოლოოდ და შეუქცევადად რჩება წარსულში, თუმცა კოლექტიური დასავლეთი აწარმოებს სასტიკ ბრძოლას თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად. ნატო აგრესიულად იზრდის კუნთებს და იზიდავს გუშინ ჯერ კიდევ ნეიტრალურ ფინეთსა და შვედეთს. ისინი მოქმედებენ პრინციპით - ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი წინააღმდეგია და ფარისევლურად იმეორებენ, რომ მათი პრიორიტეტი თავდაცვაა", - თქვა ლუკაშენკომ. 

მისივე თქმით, მათ არ უნდა დაუშვან ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა:

"ამის შესახებ უკვე ვრცელდება ცნობები და საუბრებიც უკვე მიმდინარეობს. ვფიქრობ ოდკბ-მ უნდა გაიმყაროს თავისი სტატუსი საერთაშორისო შეკავებისა და გლობალური ბალანსირების სისტემაში. ორგანიზაციას გააჩნია მძლავრი კოლექტიური რესურსი შემდგომი განვითარებისთვის. ხოლო თუ რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ორგანიზაცია ამ პოტენციალს და გააგრძელებს თუ არა არსებობას მომდევნო 10, 20, 30 წლის განმავლობაში დამოკიდებულია იმაზე თუ რას ვიზამთ ჩვენ დღეს."

ორგანიზაციის შექმნიდან 20 წელი გავიდა. 

მსგავსი სიახლეები