ლულამ ვიცე-პრეზიდენტად ცენტრისტი კანდიდატი დაასახელა
ბრაზილიის ყოფილმა მემარცხენე პრეზიდენტმა ლულა და სილვამ, რომელსაც ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჟერალდო ალკმინი დაასახელა.
"ჩვენ გვჭირდება ის გამოცდილება, რაც ალკმინსა და მე ერთად გაგვაჩნია, რათა ბრაზილიას ვუშველოთ", - განაცხადა ლულამ.
ჟერალდო ალკმინი წარსულში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი და ერთ-ერთი ლიდერი იყო, ხოლო გასულ თვეს სოციალისტურ პარტიას შეუერთდა. მას 2006 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც თავის მოქმედ პარტნიორთან, ლულასთან, დიდი სხვაობით დამარცხდა.
მიმომხილველები ფიქრობენ, რომ არჩევნები მკვეთრად პოლარიზებული იქნება, სადაც მემარცხენე ფრთიდან ლულა და სილვა იყრის კენჭს, ხოლო მისი მეტოქე, მოქმედი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო იქნება.
Datafolha-ს გამოკითხვის მიხედვით, ამ დროისთვის ლულას 67% უჭერს მხარს, ხოლო მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ, მხოლოდ 26% აკეთებს საკუთარ არჩევანს.