მაჰაჩყალის აეროპორტთან ბრბო თელ-ავივის რეისს დახვდა და "ებრაელების გაყრას" ითხოვს
მაჰაჩყალის აეროპორტთან ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ორგანიზებული ანტი-სემიტური აქცია იმართება - დემონსტრანტები თელ-ავივიდან ჩამოსულ თვითმფრინავს დახვდნენ და "ებრაელების გაყრას" მოითხოვენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროპორტში გაძლიერებული დაცვაა, აქ იმყოფებიან როსგვარდიისა და სწრაფი რეაგირების ძალების (ОМОН) ძალები.
გაძლიერებული დაცვის მიუხედავად აეროპორტის ადმინისტრაციული შენობასთან შეკრებული ანტი-სემიტური აქციის მონაწილეები აეროპორტიდან გამოსულ ხალხს დოკუმენტებს უმოწმებს ისრაელელთა გამოვლენის მიზნით.
კონტექსტი
რუსეთის ქალაქ, მაჰაჩყალაში უკვე რამდენიმე დღეა მასობრივი ანტი-სემიტური საპროტესტო აქციები იმართება.
ადგილობრივები ერთ-ერთ სასტუმროში ისრაელის მოქალაქეების ყოფნას აპროტესტებდნენ, თუმცა დადასტურებით ამ დრომდე უცნობია იმყოფებიან თუ არა ისრაელის მოქალაქეები დაღესტნის ტერიტორიაზე.
მიმდინარე აქციების ფონზე სასტუმროს ადმინისტრაციამ შესასვლელში ანტი-სემიტური განცხადება გამოაკრა - “უცხოელებს, ისრაელის მოქალაქეებს (ებრაელებს) შესვლა მკაცრად ეკრძალებათ!!! (ისინი აქ არ იმყოფებიან)