მაკფოლი: რეალისტები ცდებიან, პუტინი არ შეჩერდება მანამ მის არმიას შეაჩერებენ

რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის თქმით, პუტინთან ნებისმიერ ტერიტორიულ დათმობაზე წასვლა კატასტროფული შეცდომა იქნება არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც. 

ამის შესახებ ყოფილი ელჩი და პოლიტიკური კომენტატორი Washington Post-ში გამოქვეყნებულ სვეტში წერს

გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ამონარიდს მაკფოლის სვეტიდან: 

  • "ომის შეწყვეტა არა ვოლოდიმირ ზელენსკის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ვლადიმირ პუტინს შეუძლია".

  • "უცნაურია, რომ ზელენსკის ირგვლივ საერთაშორისო მრჩეველების მთელი არმია ჩამოყალიბდა, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტს ურჩევენ როგორ დაასრულოს ომი, მაგრამ რატომღაც არავინ გამოჩნდა ვინც ამ რჩევებს და სიბრძნეს მოსკოვამდე მიიტანდა"

  • "ე.წ. დიპლომატიური მიდგომის მომხრეებს მინდა ვკითხო, რომლებიც კონფლიქტის სამხედრო გადაჭრის გზის წინააღმდეგ გამოდიან - გთხოვთ გვითხარით როგორ დაარწმუნებდით ვლადიმირ პუტინს, რომ ომი შეაჩეროს. წარმატებული მოლაპარაკებებისთვის აუცილებია ამის სურვილი ორივე მხარეს ჰქონდეს" 
  • "პუტინი არავის წამოუგია პროვოკაციაზე იმ მიზნით, რომ მისთვის უკრაინაში შეჭრისკენ ებიძგებინათ. უკრაინის მხრიდან რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ომამდე არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა დონბასის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები და ახლა ომის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიებთან ერთად მათ ანექსიას გეგმავს" 

  • "პუტინის მოთვინიერების ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ტერიტორიულ დათმობებს ითვალისწინებს ანექსირების პრაქტიკის ნორმალიზებას და იმპერილიაზმის ხელშეწყობას ნიშნავს"

  • "მოუსმინეთ რას ლაპარაკობს თავად პუტინი - ის ამბობს, რომ უკრაინელები უბრალოდ რუსები არიან სხვანაირი აქცენტით, რომ მათ არ აქვთ უფლება ეროვნულ სუვერენიტეტზე"
  • "პუტინი არ შეწყვეტს ომს, მანამ სანამ მის არმიას არ შეაჩერებენ".

მსგავსი სიახლეები