მაკრონი: ისრაელის მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია ღაზაში შეცდომა იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება შეცდომა იქნება. 

ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"საფრანგეთი აღიარებს ისრაელის თავდაცვის უფლებას. სახმელეთო ინტერვენცია თუ ეს ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ იქნება მიმართული - ეს იქნება არჩევანი, რომლის გაკეთებაც ისრაელს შეუძლია. თუმცა, თუ ეს მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია იქნება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ეს ისრაელისთვის შეცდომა იქნება",- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

ემანუელ მაკრონის თქმით, 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში საფრანგეთის 31 მოქალაქეა მოკლული. 

მსგავსი სიახლეები