მაკრონი პირობას დებს, რომ უკრაინაში ომის შესახებ "კონკრეტული გადაწყვეტილებებით" ჩავა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ აუცილებლად ეწვევა უკრაინას.
ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი მოხდება შედეგა, როდესაც მზად იქნება "კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები."
"აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით - აუცილებლად ჩამოვალ, მე მაქვს წესი: ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს უკრაინისთვის... მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით," - განაცხადა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისი ვიზიტი ნიშნავს "ძლიერ გზავნილს და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს."
ორშაბათს ელისეის სასახლემ გამოაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თებერვალში გამოაცხადა უკრაინაში ვიზიტის გეგმები "უსაფრთხოების გარანტიების შესახებ" შეთანხმების დასასრულებლად. ვიზიტის კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია. მაგრამ შემდეგ ვიზიტი გადაიდო "უსაფრთხოების მიზეზების გამო."
16 თებერვალს მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლის განზრახვას ისევ აქვს და ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს.