მაკრონი: უკრაინას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუმინეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა ორ ქვეყანას შორის ომის დასრულება სცადოს, წერს Reuters.
"პრეზიდენტს [ზელენსკის] და მის ოფიციალურ პირებს მოუწევთ რუსეთთან მოლაპარაკება", - თქვა მაკრონმა რუმინეთსა და მოლდოვაში ვიზიტის დროს.
თავის მხრივ, მან პირობა დადო, რომ "ყველაფერს გააკეთებს რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად, უკრაინელების დასახმარებლად და მოლაპარაკებების გასაგრძელებლად", - ციტირებს მას Anadolu.
რუმინეთში, მიხაილ კოგალნიცეანუს საჰაერო ბაზაზე დისლოცირებული ფრანგი სამხედროებისადმი მიმართვისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ "ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ევროპა, როდესაც ომი კვლავ იქნება."
"არავინ იცის, რა მოხდება მომდევნო კვირებსა და თვეებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევაჩეროთ რუსული სამხედრო ძალისხმევა, დავეხმაროთ უკრაინელებს და მათ არმიას და გავაგრძელოთ მოლაპარაკებები", - განაცხადა მაკრონმა.