მაკრონი უკრაინის ომზე: ზაფხული და ადრეული შემოდგომა ძალიან რთული იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი გაგრძელდება. ამის შესახებ BFM TV 14 ივლისს იტყობინება.

საფრანგეთის ლიდერმა გამოსვლა უკრაინის შესახებ განცხადებებით დაიწყო. პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთს აქვს საშუალებები, რომლითაც დაეხმარება უკრაინას და თავსაც დაიცავს.

"მე ვამბობ, რომ [ეს ომი] გაგრძელდება, მაგრამ საფრანგეთი ყოველთვის შეძლებს უკრაინის დახმარებას," - თქვა მაკრონმა.

მისი თქმით, ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი "უდავოდ ძალიან რთული იქნება".

მაკრონი საფრანგეთის მიერ რუსული გაზის შესყიდვის სრულ შეწყვეტას რეალურ სცენარად მიიჩნევს, რადგან რუსეთის ფედერაცია ენერგეტიკას იარაღად იყენებს.

მსგავსი სიახლეები