მაკრონის გარემოცვამ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს უკრაინაში ჩასვლა სურს
საფრანგეთის პრეზიდენტის გარემოცვამ დაადასტურა, რომ მაკრონს უკრაინაში მარტის შუა რიცხვებამდე ჩასვლა სურს.
AFP-ს თანამოსაუბრეების თქმით, მაკრონს "გადაწყვეტილი აქვს" ეწვიოს უკრაინას.
ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ვიზიტის დროს მაკრონზე თავდასხმას ამზადებდნენ.
"უსაფრთხოების საკითხი ვიზიტის დღის წესრიგში არასდროს ყოფილა. ეს საკითხი არასდროს დამდგარა," - აცხადებენ პრეზიდენტის გარემოცვაში.
გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში ვიზიტის დროს, მაკრონმა თქვა, რომ უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩავა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თებერვალში უკრაინაში ვიზიტის გეგმაზე გამოაცხადა "უსაფრთხოების გარანტიების შესახებ" შეთანხმების დასასრულებლად. ვიზიტის კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
მაგრამ შემდეგ ვიზიტი "უსაფრთხოების მიზეზების გამო" გადაიდო.