მაკრონის თქმით, აფრიკაში საფრანგეთის სამხედრო წარმომადგენლობა შემცირდება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს, აფრიკასთან "ახალი, დაბალანსებული ურთიერთობების" დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა, რადგან საფრანგეთი ცდილობს კონტინენტზე თავისი სამხედრო წარმომადგენლობა შეამციროს.
"ამ ახალი ეპოქის მიზანია ჩვენი სამხედრო წარმომადგენლობის პარტნიორობაზე დაფუძნება", - თქვა მაკრონმა პარიზში გამოსვლისას.
ამ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტი აფრიკის ქვეყნებს - გაბონს, ანგოლას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და კონგოს ეწვევა.
მან აღნიშნა, რომ სამომავლოდ, კონტინენტზე ფრანგული სამხედრო ბაზები ადგილობრივ პერსონალთან ერთად იფუნქციონირებს, ხოლო მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში აფრიკაში დისლორიცრებული ფრანგული ჯარების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება იგეგმება.
საფრანგეთის ხელისუფლების გადაწვყეტილების მიზეზი, საფრანგეთის ჯარების მათ ტერიტორიაზე დისლოცირების მიმართ აფრიკული ქვეყნების მთავრობების მზარდი წინააღმდეგობაა. რის გამოც, ქვეყანა იძულებული გახდა შარშან ასობით ჯარისკაცი გაეყვანა მალიდან, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან და ბურკინა ფასოდან.
ამჟამად, აფრიკის კონტინეტზე, სხვადასხვა ბაზებზე დაახლოებით 5000 ფრანგი ჯარისკაცია დისლოცირებული.
მაგრამ პარიზის შემცირებულმა წარმომადგენლობამ - განსაკუთრებით საჰელის რეგიონში - რუსეთს საშუალება მისცა გაეფართოებინა თავისი გავლენა აფრიკაში, მათ შორის ციფრულ სფეროში, დეზინფორმაციული კამპანიების გამოყენებით, ისევე როგორც ადგილზე დაქირავებული "ვაგნერის" ჯგუფით, რომელმაც ზოგიერთ შემთხვევაში ფრანგი ჯარისკაცები ჩაანაცვლა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ქვეყანა თავს იკავებს აფრიკაში ძალაუფლებისთვის მიმდინარე "ანაქრონისტულ" ბრძოლებში ჩართვისგან და აღნიშნა, რომ აფრიკის ქვეყნები პარტნიორებად უნდა განიხილონ, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
"აფრიკა არ არის [არავის] უკანა ეზო, მით უმეტეს, კონტინენტი, რომელსაც ევროპელებმა და ფრანგებმა უნდა უკარნახონ მისი განვითარების ჩარჩო", - თქვა მაკრონმა.