მარია ზახაროვა: ესტონეთში რუსეთის ზიზღი სახელმწიფო დოქტრინაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე მტრულად განწყობილი სახელმწიფოა.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ესტონეთის ხელისუფლებამ, ტალინში მოქმედ რუსეთის საელჩოს, თანამშრომლების შემცირება მოსთხოვა.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ესტონეთის ხელისუფლების მტრულ ქმედებებს, საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება, მაგრამ დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. 

"ესტონეთში რუსოფობია ოფიციალურ დოქტრინამდეა ასული. ამავდროულად, მათ სურთ, რომ საკუთარი დასავლელი ზედამხედველები, მორიგ ჯერზე ასიამოვნონ.

ესტონეთის მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ მათი არცერთი მტრული ქმედება, უპასუხოდ არ დარჩება,"-აღნიშნა ზახაროვამ. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ვენის კონვენციის თანახმად, ქვეყნებს თანაბარი რაოდენობის თანამშრომლები უნდა ყავდეთ საელჩოებში, რაც დღემდე დარღვეული იყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საელჩოში 40 ადამიანი მუშაობდა, ხოლო ამ მოთხოვნის შემდეგ, მათი რაოდენობა თითქმის განახევრდება. 

ესტონელების ინიციატივას მხარი დაუჭირა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

"რუსეთის დაზვერვის ოფიცრები, დიპლომატიურ საფარქვეშ მუშაობენ, რაც შენგენის ზონისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ესტონეთის დიპლომატიური სამსახურის გადაწყვეტილებას, გაძევების [რუსი დიპლომატების] მეორე რაუნდი, დიდი ხანია რაც დაგვიანებულია,"- განაცხადა იან ლიპავსკიმ, EU Observer-თან საუბარში. 

რუსეთის საელჩოებში თანამშრომლების ჭარბი რაოდენობა უცხო არ არის. ზუსტი ციფრები არ მოიპოვება, თუმცა დიდი ალბათობით, გაძევების პირველი ტალღის შემდეგაც, რუსი დიპლომატების რაოდენობა, მნიშვნელოვნად აღემტაბა მეორე ქვეყნის წარმომადგენლობებს. 

ბრიუსელში რუსეთის წარმომადგენლობა ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, რომელიც 35 ადამიანისგან შედგება, ხოლო საპირისპიროდ, მოსკოვში ევროკავშირის საგარეო სამსახური 9 ადამიანისგან არის დაკომპლექტებული. 

სიმპტომატურია EU Observer-ის მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირიში რუსეთის მისიის ხელმძღვანელი, კირილ ლოგინოვი, პარალელურად სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელია. 

 

 

მსგავსი სიახლეები