მარინ ლე პენმა დამარცხება აღიარა
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მარინ ლე პენმა დამარცხება აღიარა. ლე პენმა განაცხადა, რომ მარცხის მიუხედავად მისი შედეგი წარმატებაა და მის პარტიას ქვეყნის მომავლის შეცვლა შეუძლია.
"მილიონობით ჩვენმა მოქალაქემ აირჩია ნაციონალური ბანაკი და ცვლილებები. მინდა გამოვხატო უსაზღვრო მადლიერება იმ მილიონობით მოქალაქის მიმართ, რომელმაც მენდო პირველ ტურში და ასევე მილიონობით მოქალაქის მიმართ, რომელიც მეორე ტურში შემოგვიერთდა",- განაცხადა ლე პენმა.
ამავდროულად, ლე პენმა განაცხადა, რომ ის აქტიურად იბრძოლებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ივნისში გაიმართება.
წინასწარი მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა ხმათა 57% დააგროვა და თავის მთავარ კონკურენტს დამაჯარებლად ამარცხებს. საყურადღებოა, რომ მაკრონი და ლე პენი ერთმანეთს პირველად 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეხვდნენ, მაშინ მაკრონმა უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვა.
ამავდროულად, მაკრონი გახდა პირველი პრეზიდენტი შაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც მეორე ვადის მოგებაც შეძლო.
მასალა განახლებადია.