მარიუპოლის საკრებულო: მაღალსართულიანი შენობების 40% დანგრეულია

დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში მაღალსართულიანი შენობების 40% მთლიანად განადგურდა. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურმა 12 აპრილს განაცხადა.

"მარიუპოლის 84 000 მაცხოვრებლის სახლი მთლიანად განადგურდა. ეს არის მაღალსართულიანი შენობების 40%, ანუ დაახლოებით 2 მილიონი მ². 2.3 მილიარდი დოლარია საჭირო ამ რაოდენობის საცხოვრებლის ასაშენებლად და იქ ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობების შესაქმნელად", - ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს წინასწარი შეფასებით, ქალაქის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 12.5 მილიარდ დოლარამდეა საჭირო.

"ერთადერთი სპეცოპერაცია, რომელიც პუტინმა წარმატებით ჩაატარა, იყო მარიუპოლის განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობი ოპერაცია. ნაცისტური გერმანია 1941 წელს დაუმარცხებელი ჩანდა. მაგრამ ბოლოს ბოროტება დაისაჯა. ომის დამნაშავეები ციხეებში იხრწნებიან ან მათი ლიკვიდაცია ხდება. გერმანელები ათწლეულების განმავლობაში იხდიდნენ რეპარაციებს. ასე იქნება რუსეთიც. ისინი გადაიხდიან ყველაფერს", - განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.

მსგავსი სიახლეები