მარიუპოლისთვის ბრძოლაში კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი მაქსიმ კაგალი დაიღუპა
25 მარტს მარიუპოლისთვის ბრძოლების დროს გარდაიცვალა კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი მაქსიმ კაგალი, რომელიც აზოვის პოლკში მსახურობდა. ინფორმაციას მისი მწვრთნელი ოლეგ სკირტა ავრცელებს.
"მშვიდად განისვენე, ძმაო, ჩვენ შურს ვიძიებთ", - წერს სკირტა.
მან აღნიშნა, რომ კაგალი იყო პირველი უკრაინელი, ვინც კიკბოქსინგში მოზრდილთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
"Сегодня"-ს ცნობით, კაგალი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი და ISKA 2014-ის ბრინჯაოს მედალოსანი 2014 წელს გახდა.