მასკი პუტინს უკრაინის ომის შესახებ სკანდალური პოსტების სერიამდე ესაუბრა

SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელი, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, უკრაინასა და რუსეთს შორის "სამშვიდობო შეთანხმების" ვარიანტის შესახებ სკანდალური ტვიტერების წინ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Eurasia Group-ის დამფუძნებელმა, იან ბრემერმა კომპანიის თანამშრომლებს შიდა მეილში განაცხადა, რომელიც Vice-ის ჟურნალისტებმა ნახეს.

ბრემერის თქმით, თავად Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უთხრა, რომ პუტინი მზად იყო მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყირიმი დარჩებოდა რუსეთის შემადგენლობაში და უკრაინა მუდმივ ნეიტრალიტეტს გამოაცხადებდა, ასევე აღიარებდა ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიას.

მასკმა ასევე თქვა, რომ პუტინმა უთხრა, რომ ეს მიზნები "რაც არ უნდა მოხდეს" მაინც მიიღწევა, მათ შორის ბირთვული დარტყმის შესაძლებლობის ჩათვლით, თუ უკრაინა ყირიმში შეიჭრება. თავის მხრივ, მასკმა აღნიშნა, რომ "აუცილებელია ყველაფერი გავაკეთოთ ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად".

მსგავსი სიახლეები