მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინა გაქრება, რადგან ის არავის სჭირდება
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინა "გაქრება, რადგან ის არავის სჭირდება." ამის შესახებ ТАСС წერს.
მედვედევმა ტექსტი ასეთი სათაურით გამოაქვეყნა: "რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ რომ ის არავის სჭირდება".
ის "ამტკიცებს", რომ რუსეთს "არ სჭირდება უკრაინა", სადაც წელიწადზე მეტია აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს და ცმისი დილობს ტერიტორიების ოკუპაციას.
ამის შემდეგ ის ცდილობს არგუმენტების მოყვანას, რომ უკრაინა ევროპას, აშშ-ს, აფრიკას, ლათინურ ამერიკას და აზიასაც "არ სჭირდებათ."
მედვედევმა ასევე უკრაინის ამჟამინდელ სახელმწიფოს "სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობა" უწოდა.
"ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი", - წერს პოლიტიკოსი.
დასასრულს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე წერს, რომ თითქოს "უკრაინა არ სჭირდებათ უკრაინელებს", რომლებიც 400 დღეზე მეტია რუსული არმიისგან თავს იცავენ.
მედვედევმა ასევე გაიხსენა "სსრკ-ის მემკვიდრეობა" და "დიდი, დიადი რუსეთი."